BigChoice საქართველოში უსაფრთხოების სისტემების ინდუსტრიაში მოწინავე კომპანიაა, რომელიც უკვე 14 წელია ლიდერობას ინარჩუნებს ბაზარზე ბიზნესისა და კერძო პირების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისის დიდი არჩევანით. ჩვენი კომპანია გამოირჩევა უახლესი პროდუქტით, სანდოობითა და ხელმისაწვდომობით, რაც მომხმარებლების კმაყოფილებას განსაზღვრავს.
ჩვენი პროდუქცია მოიცავს უსაფრთხოების სისტემების ფართო სპექტრს, როგორიცაა: კამერები, სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები, დაშვების სისტემები, სახანძრო კარადები, სახანძრო კარი და ცეცხლმაქრები. რაც მთავარია, ჩვენი მომსახურეობა ითვალისწინებს ცეცხლმაქრების დამუხტვასა და სახანძრო სისტემების ინსტალაციას ნებისმიერ ობიექტზე.